მეწყერი

ეთიოპიაში ნაგავსაყრელზე მეწყრის ჩამოწოლას სულ მცირე 58 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში ნაგავსაყრელზე მეწყრის ჩამოწოლას სულ მცირე 58 ადამიანი ემსხვერპლა. ათობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, მეწყრის ჩამოწოლის დროს ადგილზე დაახლოებით 150 ადამიანი იმყოფებოდა. მეწყრის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქის მერის თქმით, ნანგრევებიდან 37 ადამიანი ამოიყვანეს და სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს.

ნაგავსაყრელი 50 წელზე მეტია ფუნქციონირებს, რაც მეწყრის ჩამოწოლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ადის-აბებას მერის თქმით, აუცილებელია, ტერიტორიიდან ადამიანების გადასახლება დაიწყოს და ნაგავსაყრელი დაიწვას.

კომენტარები