14 მარტს, თბილისის სამ რაიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

ხვალ, 14 მარტს, თბილისის სამი რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, ისნის და სამგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს და დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლას ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის მიზნით 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის, არმაზის და გონაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის მიზნით 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალოუბნის და ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები