ჰოლივუდი

მსახიობები, რომელთა ფილმებმაც გაყიდული ბილეთებით ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს

ჰარისონ ფორდი, კადრი ფილმიდან the force awakens
Disney/LucasFilm

ჰოლივუდში ასს აღემატება იმ მსახიობების რაოდენობა, რომელთა ფილმებმაც ჯამში $1 მილიარდზე მეტი შემოსავლის მიღება შეძლეს. ამ მსახიობებიდან სულ 20-ია, ვისმა ფილმებმაც ჯამში $3 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს. ამ მსახიობებიდან ქალი მხოლოდ ერთი - სკარლეტ იოჰანსონია. წარმოდგენილი მონაცემები Box Office Mojo-ს ყოველდღიურად განახლებად სტატისტიკას ეფუძნება.

მსახიობები, რომელთა ფილმებმაც გაყიდული ბილეთებით ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს:

20) სტენლი ტუჩი - $3,123 მილიარდი

სტენლი ტუჩი, კადრი ფილმიდან ცეცხლის დაჭერა - შიმშილის თამაშები
ფოტო: Lionsgate

სტენლი ტუჩის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი Hunger Games - Catching Fire-ია, ფილმის ბოქს ოფისი $865 მილიონი დოლარია. შიმშილის თამაშების ფრენჩაიზში ტუჩი ცეზარ ფლიკერმანის როლს თამაშობს.

19) სერ იან მაკელენი - $3,150 მილიარდი

სერ იან მაკელებ=ნი ფილმში ბეჭდების მბრძანებლები - ორი ციხესიმაგრე
ფოტო: New Line Cinema

ბრიტანელ მსახიობს პოპულარობა და ფანების საერთაშორისო აღიარება X – Men-ის ფრენჩაიზში შესრულებულმა მაგნეტოს როლმა და ბეჭდების მბრძანებლებსა და ჰობიტში შესრულებულმა გენდელფის როლმა მოუტანა.

18) მეთ დეიმონი - $3,157 მილიარდი

კადრი ფილმიდან The Martian
ფოტო: Twentieth Century Fox

ოსკაროსანი მეთ დეიმონის კარიერაში გაყიდული ბილეთების მიხედვით პირველ ადგილზე 2015 წელს გამოსული, რიდლი სკოტის ფილმი მარსელია. ფილმის ბოქს ოფისი $630 მილიონი დოლარია.

17) სტელან სკარსგარდი - $3,175 მილიარდი

სტელან სკასრგარდი ფილმში თორი
ფოტო: Disney

65 წლის შვედი მსახიობის ფილმოგრაფია 43 როლს ითვლის, თუმცა მისი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი მარველის თორია, ფილმმა $644 მილიონის გენერირება შეძლო.

16) ბრიუს უილისი - $3,189 მილიარდი

ბრიუს უილისი, კადრი ფილმიდან კერკეტი კაკალი
ფოტო: 20th Century Fox

ბრიუს უილისს საერთაშორისო პოპულარობა ‘’კერკეტი კაკალის“ ფრენჩაიზში შესრულებულმა როლმა მოუტანა. ჯამში 1988- 2013 წლებში ამ ფრენჩაიზის ხუთი ფილმის პრემიერა შედგა. თუმცა მის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი მეექვსე გრძნობაა, რომელმაც $672 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

15) უილ სმიტი - $3,205 მილიარდი

უილ სმიტი ფილმში თვითმკვლელთა რაზმი
ფოტო: Warner Bros.

უილ სმიტის პოპულარობა მოუტანა 1990 წელს გამოსულმა სატელევიზიო სერიალმა ბელ ეარის ახალმა პრინცმა, რის შემდეგაც მისი კარიერის აღზევება ბლოკბასტერ - დამოუკიდებლობის დღესა და კაცები შავებში შესრულებულმა როლებმა გამოიწვია. უილ სმიტის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი თვითმკვლელთა რაზმია, ფილმის შემოსავალი $745 მილიონი დოლარია.

14) რობერტ დე ნირო - $3,233 მილიარდი

რობერტ დე ნირო, კადრი ფილმიდან კაზინო
ფოტო: Universal

ოსკაროსანი რობერტ დე ნიროს კარიერაში შემოსავლების მიხედვით ყველაზე წარმატებული ფილმი „გაიცანით ფოერებია“, ეს დე ნიროს მონაწილეობით გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ფილმია.

13) რობინ უილიამსი - $3,279 მილიარდი

რობინ უილიამსი, კადრი ფილმიდან ღამე მუზეუმში
ფოტო: 20th Century Fox

რობინ უილიამსის კარიერაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ღამე მუზეუმში იყო, ფილმმა $574 მილიონის შემოსავალი მიიღო.

12) გარი ოლდმანი - $3,301 მილიარდი

გარი ოლდმანი, კადრი ფილმიდან დრაკულა

გარი ოლდმანის კარიერაში გაყიდული ბილეთების მიხედვით ყველაზე წარმატებული ფილმი შავი რაინდია.

11) მაიკლ კეინი - $3,351 მილიარდი

მაიკლ კეინი ფილმში Now You See Me
ფოტო: Summit Entertainment

მაიკლ კეინის ფილმოგრაფია 115 ფილმისგან შედგება. კეინის კარიერაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი შავი რაინდია.

10) ჯონი დეპი - $3,368 მილიარდი


ფოტო: Disney

ჯონი დეპის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი კარიბის ზღვის მეკობრეები - მიცვალებულის ზარდახშაა, ფილმის სრული შემოსავალი $1 მილიარდია.

9) ენტონი დენიელსი - $3,420 მილიარდი

ენტონი დენიელსი რობოტ C-3PO-ს როლში
ფოტო: Disney

დენიელსი ვარსკვლავური ომების ფრენჩაიზში თარჯიმანი ანდროიდის, C-3PO-ს როლით გახდა ცნობილი. მან აქამდე გამოსულ ყველა ვარსკვალური ომების ფილმში შეასრულა C-3PO-ს როლი.

8) სკარლეტ იოჰანსონი - $3,610 მილიარდი

სკარლეტ იოჰანსონი ფილმში შურისმაძიებლები
ფოტო: Marvel

სკარლეტ იოჰანსონის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი მარველის შურისმაძიებლებია, ფილმის შემოსავალი $1.5 მილიარდს აღემატება.

7) ტომ კრუზი - $3,645 მილიარდი

ტომ კრუზი, კადრი ფილმიდან Mission Impossible: Rouge Nation
ფოტო: Paramount Pictures

ტომ კრუზის კარიერის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი სტივენ სპილბერგის სამყაროთა ომია, რომლის ბოქს ოფისიც $700 მილიონია.

6) ედი მერფი - $3,811 მილიარდი

ედი მერფი, კადრი ფილმიდან ამერიკაში ჩამოსვლა
ფოტო: Paramount Pictures

ედი მერფის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი შრეკი 2-ია, ფილმის ბოქს ოფისი $919.8 მილიონი დოლარია.

5) რობერტ დაუნი უმცროსი - $3,947 მილიარდი

რობერტ დაუნი უმცროსი ფილმში რკინის კაცი 3
ფოტო: Marvel

რობერტ დაუნი უმცროსის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი მარველის შურისმაძიებლებია, ფილმის შემოსავალი $1.5 მილიარდს აღემატება.

4) მორგან ფრიმენი - $4,470 მილიარდი

მორგან ფრიმანი, კადრი ფილმიდან შავი რაინდი
ფოტო: Warner Bros.

მორგან ფრიმენის კარიერაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი კრისტოფერ ნოლანის შავი რაინდია.

3) ტომ ჰენკსი - $4,502 მილიარდი

ტომ ჰენკსი ფილმში და ვინჩის კოდი
ფოტო: Columbia Pictures

ტომ ჰენკსის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი სათამაშოების ისტორია 3-ია. აღნიშნულმა ფილმმა გაყიდული ბილეთების სახით $1 მილიარდზე მეტი მოაგროვა.

2) ჰარისონ ფორდი - $4,871 მილიარდი

ჰარისონ ფორდი, კადრი ფილმიდან the force awakens
ფოტო: Disney/LucasFilm

74 წლის ჰარისონ ფორდის კარიერაში გაყიდული ბილეთების მიხედვით ყველაზე წარმატებული ფილმი 2015 წელს გამოსული Star Wars: The Force Awakens-ია, რომელმაც გაყიდული ბილეთებით $2 მილიარდის გენერირება შეძლო.

1) სამუელ ელ ჯექსონი - $4,966 მილიარდი

სამუელ ელ ჯექსონი, კადრი ფილმიდან საძულველი რვა
ფოტო: The Weinstein Company

68 წლის სამუელ ელ ჯექსონის კარიერაში, გაყიდული ბილეთების მიხედვით ყველაზე წარმატებული ფილმი 2012 წელს გამოსული შურისმაძიებლებია, ფილმმა $1.5 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

შენიშვნა: წარმოდგენილი მსახობების მონაწილეობით გადაღებული ფილმების შემოსავლები მოცემულია ინფლაციის მაჩვენებლების გათვალისწინების გარეშე. 

კომენტარები