ნარკოდანაშაული

ხატია დეკანოიძის შვილი ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს

ხატია დეკანოიძე
facebook.com/arsen.avakov

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ხატია დეკანოიძის 18 წლის შვილი ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს. ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ "თ.კ ორი დღის წინ სამართალდამცვლებმა დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს". უწყებისვე ცნობით, საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ამის შესახებ ხატია დეკანოიძე საკუთარ FB გვერდზე წერს:

აღსანიშნავია, რომ გუშინ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ქრონიკა პლუსის რედაქტორის ელისო კილაძის შვილიც დააკავეს.

კომენტარები