ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

საგარეო: რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას არღვევს

ტაბულა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამხედრო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ განაცხადა, რომ ეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევა.

"ეს არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევა. რუსეთის საოკუპაციო ჯარი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება 2008 წლის აგვისტოდან, იქ სრულად აკონტროლებს უსაფრთხოების სიტუაციას. ასე რომ, ამ მხრივ, არაფერი იცვლება, მაგრამ ეს არის მორიგი ნაბიჯი გადადგმული საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ. ეს არის რუსეთის მორიგი პროვოკაცია მიმართული იმისკენ, რომ რეგიონში იყოს დესტაბილიზაცია", - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საბრძოლო დანაყოფები რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ოფიციალურად მას შემდეგ შევა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედრო უწყების ხელმძღვანელები შესაბამის დოკუმენტს ხელს მოაწერენ.

კომენტარები