დიდგორობა

კომიტეტმა დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის უქმედ გამოცხადებას მხარი დაუჭირა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დიდგორის ბრძოლის დღის, 12 აგვისტოს “საქართველოს დიდი გამარჯვების” დღედ გამოცხადებას და უქმედ დაწესებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

ქართული ოცნების დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 1 ივლისისა და შემდგომ ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს და დაამტკიცოს 12 აგვისტო – „საქართველოს დიდი გამარჯვების დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა.

"გლობალიზაციის პირობებში საჭიროა ეროვნული მუხტის გაღვივება და პროპაგანდა იმისა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო დღემდე. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების – 12 აგვისტოს – უქმე დღედ გამოცხადება და ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა. მომავალმა თაობებმა უნდა დაინახონ, რა ღირებულებებზე იდგა ქართული სახელმწიფო. დიდგორობის საერთო სახალხო დღესასწაულად და „საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ“ გამოცხადება ხელს შუწყობს ეროვნული მუხტის გაძლიერებას და განმტკიცებას”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში:

1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;

7 იანვარი –  შობა;

19 იანვარი – ნათლისღება;

3 მარტი – დედის დღე;

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;

9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;

სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 მაისი – წმიდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);

14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;

23 ნოემბერი – გიორგობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გარემოვაჭრეების დახლები დიდუბის და გადასასვლელი ხიდის ტერიტორიიდანაც გაიტანეს

კომენტარები