რუსთავი 2-ის საქმე

ქანთარია: ბუნებრივია, დავუცდით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას

ტაბულა

ქართული ოცნების წევრ ნუკრი ქანთარიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ხომ არ აპირებს მმართველი გუნდი საკუთრების უფლების დაცვის მოტივით გვერდი აუაროს სტრასბურგის გადაწყვეტილებას. 

"ჩვენთვის ძვირფასია როგორც საკუთრების უფლება, ასევე, რასაკვირველია, თავისუფალი სიტყვა და ვფიქრობ, რომ თუ რამე სატრაბახო გვაქვს ჩვენ, ეს გვაქვს", - ამბობს ქანთარია.

ჟურნალისტებმა ნუკრი ქანთარიას შეახსენეს რუსეთის კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ევროპული სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილებას რუსეთის კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებად ჩათვლის, რუსეთს უფლება ექნება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი თქვას. ქანთარია ამბობს, რომ ქართული ოცნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუცდის.

"რუსეთმა რა გამოიყენა, ჩვენთვის არ არის მაგალითი. გარკვევით გეუბნებით, რომ ჩვენ, ბუნებრივია, დავუცდით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას", - თქვა ქანთარიამ.

კომენტარები