ფულადი გზავნილები

10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოდის

telegraph.co.uk

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $94.1 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 17.9%-ით მეტია. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს. 

ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც თებერვალში $30.3 მილიონი შემოვიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 21%-ით მეტია. მეორე ადგილზე აშშ გავიდა, საიდანაც თებერვალში $10.2 მილიონი გადმოირიცხა, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 16%-ით მეტია.

თებერვალში ფულადი გზავნილების მიხედვით, ქვეყნების ათეული:

  1. რუსეთის ფედერაცია - $30.3 მილიონი, ზრდა 21%
  2. აშშ - $10.2 მილიონი, ზრდა 16%
  3. საბერძნეთი - $10.1 მილიონი, ზრდა 9%
  4. იტალია - $9.9 მილიონი, ზრდა 2%
  5. თურქეთი - $7.6 მილიონი, ზრდა 54%
  6. ისარელი - $7.6 მილიონი, ზრდა 91%
  7. ესპანეთი - $2.4 მილიონი, ზრდა 5%
  8. გერმანია - $2.4 მილიონი, კლება 1%
  9. უკრაინა - $1.8 მილიონი, ზრდა 20%
  10. აზერბაიჯანი - $0.5 მილიონი, ზრდა 45%

საქართველოდან უცხოეთში $14,6 მილიონი გადაირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. 

კომენტარები