თურქეთი-ევროკავშირი

ტუსკი: თურქეთის ხელისუფლება სრულიად აცდენილია რეალობას

EPP

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკიმ აღნიშნა, რომ თურქეთი სრულიად აცდენილია რეალობას.

ტუსკის განცხადება თურქეთში 16 აპრილის ჩასატარებელ რეფერენდუმს უკავშირდება, რომლითაც რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზრდება.

რეფერენდუმთან დაკავშირებით თურქეთს გერმანიამ და ჰოლანდიამ თავიანთ ქვეყნებში კამპანიის ჩატარების უფლება არ მისცეს, რამაც ერდოღანის აღშფოთება გამოიწვია.

ერდოღანმა ჯერ გერმანიას დასდო "ნაცისტური ჩვევების გამეორებაში" ბრალი, შემდეგ კი ჰოლანდიის ხელისუფლებას უწოდა "ნაცისტების ნარჩენები".

ევროპარლამენტში გამოსვლისას ტუსკმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები არის "თავისუფლებისა და დემოკრატიის ადგილი." მისივე თქმით, "ქალაქი ერასმუსი გაანადგურეს ფაშისტებმა, დღეს კი ამ ქალაქს მაროკოში დაბადებული მერი ჰყავს".

კომენტარები