16 მარტს ელექტრომომარაგება თბილისის 6 უბანს დროებით შეეზღუდება

16 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის 6 უბანს - ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია თელასი ავრცელებს. თელასისვე ცნობით, შეზღუდვა შეეხება კრწანისის, სამგორის, საბურთალოს, ვაკის, ისნისა და ნაძალადევის რაიონის მაცხოვრებლების ნაწილს. შეზღუდვის მიზეზად კომპანია ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებასა, გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებსა და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების და ახვლედიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჟღენტის, სამღერეთის, დობროლიუბოვის, ზედაუბნის, კოდალოს, მაღაროს, თამარაშვილის, კალიუჟინის, კაჭრეთის, მიტინგის და ენისელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასურეთის, კიშინიოვის, ზეკარის, თოდრიას, სანავარდოს, ლუბოვსკის, ბენდელიანის და ბუგეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",- წერია განცხადებაში.

კომენტარები