17 მარტს თბილისის 3 უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

newcastle.gov.za

"თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 17 მარტს ელექტრომომარაგება თბილისის სამ უბანს დროებით შეეზღუდება. კომპანია ამის მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებასა და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასახელებს. საუბარია საბურთალოს, ვაკისა და ნაძალადევის რაიონებზე:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალშენის, ბალანჩივაძის და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და სოფელ დიღომის მაცხოვრებლებს.

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახიანის, ნოსრეს, მუშათა, კელაპტრიშვილის, მესხის, ძმობის, ურიდიას და უიარაღოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

"თელასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები