სირიის კრიზისი

ალეპოსთან ახლოს, საჰაერო თავდასხმებს სულ მცირე 42 ადამიანი ემსხვერპლა

Getty Images

ბრიტანეთში არსებული ადამიანთა უფლებების სირიული ობსერვატორიის ცნობით, ალეპოსთან ახლოს, სოფელ ალ-ჯინაში მეჩეთის დაბომბვას სულ მცირე 42-ზე ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა.

საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა დიდი ნაწილი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

ამ დრომდე უცნობია, რომელი ქვეყნის ავიაციამ განახორციელა მეჩეთზე თავდასხმა.

აშშ აცხადებს, რომ მათ საჰაერო თავდასხმები განახორციელეს, მოკლეს ალ-ქაიდას ათამდე წევრი, თუმცა მეჩეთი მათ არ დაუბომბავთ.

საჰაერო თავდასხმებში მონაწილეობდა რუსული და სირიული ავიაციაც, თუმცა მათი სამიზნეც ტერორისტები იყვნენ.

სოფელ ალ-ჯინას ამბოხებულები აკონტროლებენ.

კომენტარები