კლუბები

კლუბ ბერგჰაინის შესასვლელის ინსტალაცია ფრაგმენტებად გაიყიდება

Christine Frenzl

ბერლინის ცნობილ კლუბ ბერგჰაინის შესასვლელის ინსტალაცია მოხსნილია და ფრაგმენტებად გაიყიდება.

პიოტრ ნათანის გაუჩინარების რიტუალი (Rituals Of Disappearance) 5 მეტრი სიმაღლისა და 25 მეტრი სიგანის ნამუშევარია, რომელიც კლუბის კედელზე ალუმინის 171 ფრაგმენტისგან იყო აწყობილი.

ნამუშევარი შესასვლელში კლუბის გახსნიდან, 2004 წლის ოქტომბრიდან იყო დამონტაჟებული. მისი დემონტაჟის მიზეზი შესასვლელის რეკონსტრუქციაა. 

აღსანიშნავია, რომ ბერგჰაინში ახალი სცენა სახელად "საული" იხსნება.

კომენტარები