მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

კალაძე: მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ

facebook.com/kakhakaladzeofficial

ვიცეპრემიერი კახი კალაძე თვლის, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ. ამის შესახებ მან გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა. 

კახი კალაძე ამბობს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ცნებები "დეკრიმინალიზაცია" და "ლეგალიზაცია". 

"ძალიან ხშირად ისმის ხოლმე განცხადებები, რომ ახალგაზრდებში ძალიან ხშირია ფაქტები, როდესაც ისინი მოიხმარენ ძალიან მძიმე ნარკოტიკებს, არ ვიცი, "კრაკადილებს", ათას უბედურებას ეძახიან და ამ დეკრიმინალიზაციით, თითქოს, შესაძლებელი იქნება ამ ახალგაზრდების გადმოყვანა მარიხუანაზე. მე ვფიქრობ, ეს არის არასწორი მიდგომა. აქ მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ახალგაზრდებში დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.

თუმცა, ერთსაც ვიტყვი, მარიხუანას მოხმარებისთვის, ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, ეს კიდევ დამატებითი პრობლემებია და, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს, ახალგაზრდას ცხოვრებას უუბედურებ,"- ამბობს კახი კალაძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, მოუწევია თუ არა ოდესმე მარიხუანა, კალაძის პასუხი უარყოფითი იყო. 

კომენტარები