ნარკოდანაშაული

ხატია დეკანოიძის შვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შვილს, თორნიკე კოპალეიშვილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს. 

”ვინაიდან ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის ნასამართლობის არმქონე, ასევე არის 18 წლის და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ პირობით მსჯავრზე. შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა”, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში. 

რაც შეეხება ”ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილს, პროკურატურის განმარტებით, "დავით ხარშილაძეს ბრალი მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება, ასევე, წარსულში ნასამართლევია, რის გამოც, უწყება მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს".

კომენტარები