ბირთვული იარაღი

აშშ-მა ბირთვულ ტესტებს საიდუმლო გრიფი მოხსნა, მათი ნახვა Youtube-ზეა შესაძლებელი

აშშ-მა 1945-1962 წლებში 200-ზე მეტი ბირთვული ტესტი ჩაატარა, მათი ნაწილი ატმოსფეროს ზედა ფენებში განხორციელდა. ბირთვული აფეთქებები მეცნიერული კვლევის მიზნით ერთდროულად რამდენიმე კამერის მეშვეობით იწერებოდა. დღეისთვის საცავებში აფეთქების ამსახველი 10 000 - ზე მეტი ფირია შენახული.

აშშ-მა მეცნიერული კვლევის მიზნით ამ აფეთქებების ნაწილი - 4.2 ათასი ფირის ციფრულ ფორმატში გადაყვანა გადაწყვიტა, საიდანაც 750 ფირს საიდუმლო გრიფი მოეხსნა. ამ აფეთებების ნაწილის ნახვა უკვე Youtube-ზეა შესაძლებელი. საიდუმლო გრიფი მოეხსნა 1958 წელს ატმოსფეროს ზედა ფენებში განხორციელებული აფეთქებების ოპერაცია Hardtack-ს, 1962 წლის ოპერაცია Dominic-ს, ოპერაცია Plumbbob-სა და სხვა ოპერაციებს.

ცივი ომის პერიოდში ორივე დაპირისპირებული მხარე აწყობდა ატმოსფერულ და კოსმოსურ ბირთვულ ტესტებს, 1963 წელს კი აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს ატმოსფერული ბირთვული აფეთქებების ამკრძალავ ხელშეკრულებას. უკანასკნელი არა გასაიდუმლოებული ატმოსფერული აფეთება 1962 წლის პირველ ნოემბერს მოხდა, ამ დღეს ერთდროულად საბჭოთა კავშირმა და აშშ-მა ორი ატმოსფერული ბირთვული ტესტი მოაწყეს. 

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=SHawRYDC-Hg]

კომენტარები