ანა მარგველაშვილი მეგობრის დაკავებას პრეზიდენტის განცხადებებს უკავშირებს

facebook.com/annagogbera

პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი, მისი მეგობრის დაპატიმრებას გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. აღნიშნული განცხადება მარგველაშვილმა სურამში იმ ადგილზე გააკეთა, სადაც ორი დღის წინ მიხეილ თათარიშვილი 18 აბი სუბოტექსის ტარებისთვის დააკავეს. დაკავებულისა და მისი უფლებადამცველის მტკიცებით, მას ნარკოტიკები ჩაუდეს.

"ბოლო სამი კვირის განმავლობაში მქონდა მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მეუბნებოდა, რომ ეშინოდა და მოსდიოდა ხმები, რომ აპირებდნენ მისთვის ასეთი რაღაცის გაკეთებას. უფრო ეგონა, რომ იარაღს ჩაუდებდნენ, მაგრამ 18 აბი სუბოტექსი. მაგრამ იმდენად არანაირი შეხება არ ჰქონია არასდროს ასეთ თემაზე, არასდროს ყოფილა ამაზე არც გაჩერებული და არც დაჯარიმებული, რომ ვერც წარმოვიდგენდით ეგეთ რაღაცას. აპირებენ კიდევ იგივეს გაკეთებას ჩემს მეგობარ თორნიკე კაჭარავასთან დაკავშირებით, რომელსაც ასევე მოსდის ხმები და ეშინია სახლიდან გამოსვლის. მგონი, უნდა ვუშველოთ რამე ჩვენს ახალგაზრდებს. ჩვენ ვუკავშირებთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, რომელმაც გააკეთა ასეთი განცხადება, რომ რეპრესიები არის მის ოჯახზე," - ამბობს ანა მარგველაშვილი.

ანა მარგველაშვილმა საკუთარ facebook-ზე ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც დაკავებული მიხეილ თათრიშვილი და მინდია გოგოჭური ჩანან. მარგველაშვილის თქმით, ვიდეო დაკავებამდე 2 საათით ადრეა გადაღებული და მასზე ჩანს, რომ მიხეილ თათარაშვილს ნარკოტიკები არ ჰქონია.

კომენტარები