ნარკოდანაშაული

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულის, 1989 წელს დაბადებული გ.ფ-ის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 148 აბი და მეტადონის შემცველი 22 აბი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები