თბილისის მერია

თბილისის მერია: ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მანქანას არ მართავდა

ტაბულა

თბილისის მერიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია - თითქოს ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერი დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები ავტომობილი არ ეკუთვნის არც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და არც პირადად დავით ნარმანიას", - წერია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

თბილისის მერიის განცხადებით, მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს დავით ნარმანიასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას.

კომენტარები