ფარული მოსმენები

რატიანი: პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო უნდა დაადოს

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო უნდა დაადოს. 

"საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ის არ უნდა ექვემდებარებოდეს იმ უწყებას, რომელიც აწარმოებს გამოძიებას და ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ძალაუფლების კონცენტრირება სუს-ის ქვეშ ხდება. ის აკონტროლებს არა მარტო ოპოზიციას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას, არამედ ხელისუფლებასაც. ჩვენ, პოლიტიკურმა სპექტრმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კანონი შევაჩეროთ", - თქვა რატიანმა.

დღეს პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს, რომელზეც გაირკვევა, დაადებს თუ არა ვეტოს მოსმენების ახალ კანონს.

კომენტარები