საგარეო ვაჭრობა

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი

independent.co.uk

საქსტატმა 2017 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, მასზე მთლიანი ექსპორტის 16.4% მოდის. მეორე ადგილზე ფეროშენადნობები იმყოფება, რომელსაც მთლიან ექსპორტში 14.8% უჭირავს. რაც შეეხება ექსპორტის მთლიან მაჩვენებელს, მან აღნიშნულ პერიოდში $355 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 27%-ით მეტია. 

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. სპილენძის მადნები - $58.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1.5%
  2. ფეროშენადნობები - $52.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 428%
  3. ღვინო - $20.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 60%
  4. მედიკამენტები - $19.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 88.6%
  5. ავტოექსპორტი - $19.3 მილიონი, წლება წინა წელთან 16%
  6. მინერალური წყლები - $15.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 27.3%
  7. სპირტიანი სასმელები - $15 მილიონი, ზრდა წინა წელთან 34%
  8. აზოტოვანი სასუქები - $14.1 მილიონი, კლება წინა წელთან 14%
  9. ოქრო - $11.4 მილიონი, კლება წინა წელთან 4%
  10. თხილი და კაკალი - 11.3 მილიონი, კლება წინა წელთან 46%
  11. დანარჩენი საქონელი - $117 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24%

რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლებს, მან იანვარ-თებერვალში $1 მილიარდი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 15%-ით მეტია. 

იანვარ-თებერვალში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის) $712 მილიონი იყო, რაც სავაჭრო ბრუნვის 50%-ს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის უარყოფით სავაჭრო ბალანსზე $62 მილიონით მეტია.

2016 წლის დასაწყისში, ერთი მხრივ, შემომავალი სავალუტო ნაკადების: ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მატება შეიმჩნევა (ინვესტიციების სტატისტიკა უცნობია). მეორე მხრივ კი, $62 მილიონით გაიზარდა გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა (იმპორტი). თუ შემომავალი სავალუტო ნაკადების იმაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდება, რაც გამავალ ნაკადებშია, ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია ექნება. 

კომენტარები