განა

განაში ჩანჩქერთან შტორმმა ხე მოწყვიტა - დაღუპულია სულ მცირე 18 ადამიანი

SANDISTERTEI

განის ქალაქ კინტამპოში ტურისტების ფავორიტ ადგილას, კინტამპოს ჩანჩქერთან შტორმმა ხე მოწყვიტა, რომელიც ჩანჩქერში მოცურავე მოსწავლეებს დაეცა.

ინციდენტს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა.

მაშველებს ხის ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად ელექტროხერხის გამოყენებაც დასჭირდათ.

დაღუპულთა ძირითადი ნაწილი ვენჩის საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები იყვნენ, თუმცა ინციდენტს ემსხვერპლნენ სტუდენტებიც.

კომენტარები