საფონდო ბირჟა

რომელი ქართული კომპანიების აქციები ივაჭრება ყველაზე აქტიურად ლონდონის ბირჟაზე

Reuters

ლონდონის საფონდო ბირჟაზე რამდენიმე ქართული კომპანიის აქციები ივაჭრება. ესენია საქართველოს ბანკის ჯგუფი (BGEO), თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG LN). Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასული კვირის მანძილზე ამ კომპანიებიდან, ყველაზე აქტიურად, BGEO ჯგუფის აქციები ივაჭრებოდა, პერიოდის მანძილზე დღიურად 130 ათასი აქცია იყიდებოდა, აქციის ფასი კი £30.6 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.

BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 30.6 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) (+2.64% წინა კვირასთან შედარებით და -1.29% გასულ თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 624 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.55 – 31.08 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 130 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსმა, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 1.86%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაციის 1.58% შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.52 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) (-2.08% წინა კვირასთან შედარებით და -0.77% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 76 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.51 – 3.61 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 21 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაციის 0.06% შეადგინა. 

თიბისი ბანკის (TBCG LN) აქციები დაიხურა 14.97 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+6.32% წინა კვირასთან შედარებით და +6.02% წინა თვესთან შედარებით). ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობამ 331 ათასს გადააჭარბა, GBP 14.00 – 15.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

კომენტარები