Brexit

ტერეზა მეი Brexit-ის პროცესის ამოქმედებას 29 მარტს გეგმავს

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი Brexit-ის პროცესის ამოქმედებას 29 მარტს აპირებს. 

მომავალი კვირის ოთხშაბათს ევროკავშირის დარჩენილ 27 წევრს ბრიტანეთისგან გამაფრთხილებელი წერილი მიუვა. გარდა ამისა, მაქსიმალურად მოკლე დროში მოლაპარაკებების პროცესის დაწყებაც იგეგმება.

ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე პუნქტის მიხედვით, ბრიტანეთს მოლაპარაკებების დაწყების უფლება იმ დრომდე არ აქვს, სანამ ფორმალურად არ მიმართავს ევროკავშირს ორგანიზაციის დატოვების შესახებ.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, ორწლიანი მოლაპარაკებების პროცესი 2019 წლის მარტში დასრულდება და ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიხეილ სააკაშვილი: სააკაშვილი მუხლებზე არასდროს არ დადგება

კომენტარები