ჩინეთი

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში მეტრო შენობის მეცხრე სართულზე გადის

Getty Images

სამხრეთ ჩინეთის ჩონკინის პროვინციის დედაქალაქ ჩონკინში, მთიანი რელიეფის გამო, არატრადიციული ურბანული სივრცეა შექმნილი. ქალაქის მეტროპოლიტენი, ზოგიერთ ადგილზე უშუალოდ საცხოვრებელ კორპუსებში გადის.


ფოტო: youtube.com

ამ 19-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-8-მე-9 სართულებზე ლიანდაგებია, მერვე სართულზე კი მატარებლის გაჩერებაა. მატარებლის გვირაბი ხმის საიზოლაციო მასალით არის მოპირკეთებული, რის გამოც მოსახლეობას მატარებლის ხმა მნიშვნელოვან დისკომფორტს არ უქმნის, თუმცა 200-ტონიანი მატარებლის მოძრაობის ბიძგები შენობაში მაინც შეიმჩნევა. სადგური 2004 წელს გაიხსნა. ჩონკინის პროვინციის მოსახლეობა 49 მილიონია.

კომენტარები