ძლიერი ქარი

ქარის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

0 კომენტარი
თბილისის მერია ფოტო: თბილისის მერია

ძლიერი ქარის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფრომაციითვე, „თბილისის მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბნებში იმყოფებიან, სადაც უამინდობამ პრობლემები შექმნა“.

 თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 2 722222.

როგორც სამაშველო სამსახურში ტაბულას განუცხადეს, ქარის გამო ხიდან მოტეხილმა ტოტებმა ორი მანქანა დააზიანა, დაშავებული არავინ არის. სამაშველოს ინფორმაციითვე, ძირითადად ერთი და იმავე სახის გამოძახებებია  და ამ მხრივ ყველაზე რთული უბნები გლდანი და დიდი დიღომია. ძლიერმა ქარმა ქალაქ გორში სახურავი გადახადა სახლს, სამაშველოს ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა რუსთავშიც.

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დეპუტატები აფასებენ

კომენტარები