უამინდობა

ძლიერმა ქარმა თბილისში ხეები და შენობების სახურავები დააზიანა

ძლიერი ქარის გამო ღამის განმავლობაში 112-ში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. ქარმა გრიგალის ნიშნულს მიაღწია და თბილისში ხეები და შენობების სახურავები დააზიანა. 

სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ვერ შესრულდა Turkish Airlines-ის რეისი.

ძლიერი ქარი იყო რუსთავსა და გორშიც, სადაც ქარმა შენობების სახურავი დააზიანა, რუსთავში კი 2 ხე მოგლიჯა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარი დღეს დღის პირველ ნახევარშიც შენარჩუნება, შემდგომ კი შესუსტდება.

კომენტარები