ბიძინა ივანიშვილი

Forbes: ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელში $300 მილიონით შემცირდა

telegraph.co.uk/

Forbes-მა 2017 წლის მილიარდერების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ქონება $4.5 მილიარდია, რაც გასული წლის რეიტინგთან შედარებით $300 მილიონით ნაკლებია.

Forbes-ის ცნობით, ამ შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შვეიცარიულ საინვესტიციო ბანკ Credit Suise-იდან ივანიშვილის პირადი ბანკირის მიერ გატარებული ფინანსური მაქინაციებია, რის შედეგადაც მილიარდერმა $100 მილიონი დაკარგა. Forbes-ის ინფორმაციით, Credit Suise-ში ივანიშვილს $1 მილიარდი აქვს განთავსებული.

2016 წლის მანძილზე ივანიშვილის ფინანსური საქმიანობიდან საჯარო ნახატების აუქციონია. გასული წლის მანძილზე ივანიშვილმა $112 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები გაყიდა. მათ შორის პიკასოს, ფრენსის ბეკონის და ლუსიან ფროიდის ნახატებიცაა. 

Forbes-ის რეიტინგში ივანიშვილის ქონება გასული წლების მანძილზე ასე გამოიყურება:

  • 2017 - $4.5 მილიარდი
  • 2016 - $4.8 მილიარდი
  • 2015 - $5.2 მილიარდი
  • 2014 - $5.2 მილიარდი
  • 2013 - $5.3 მილიარდი
  • 2012 - $6.4 მილიარდი
  • 2011 - $5.5 მილიარდი
  • 2010 - $4.8 მილიარდი
  • 2009 - $3.2 მილიარდი (გლობალური ფინანსური კრიზისი)
  • 2008 - $6.4 მილიარდი

ივანიშვილის ქონების ზუსტ შეფასებას მრავალი რამ, მათ შორის, ოფშორული კომპანიები ართულებს, დაბალი გამჭვირვალობის გამო ამ კომპანიების ღირებულების შეფასება რთულია. ასევე, როგორც Panama Papers-ის მეშვეობით ირკვევა, ივანიშვილს საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში ყველა კომპანია მითითებული არ აქვს. 

კომენტარები