ავიაცია

9 ავიაკომპანია, რომელშიც რეგულაციის გამო აშშ-ის მიმართულებაზე ლეპტოპს ვეღარ აიტანთ

independent.co.uk

21 მარტს აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალი რეგულაცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც ისლამური ქვეყნებიდან აშშ-ში პირდაპირ ფრენებზე ბორტის სალონში მგზავრებს ელექტრონული მოწყობილობების ატანა ეკრძალებათ. რეგულაცია მობილურების გარდა თითქმის ყველა სახის დიდი ზომის ელექტრონულ მოწყობილობას ეხება. გადადგმულ ნაბიჯს უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის რისკებს უკავშირებს.

რეგულაციის მიხედვით, მგზავრებმა ლეპტოპები, აიპადები, ფოტოაპარატები, ტაბლეტები, ქინდლები, სათამაშო კონსოლები, რომლებიც მობილურზე დიდია, სკანერები, პრინტერები, მინი DVD ფლეიერები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ბარგში უნდა ჩააბარონ. 

ავიაკომპანიების ჩამონათვალი, რომელთა აშშ-ის მიმართულებაზეც ელექტრონული მოწყობილობების ატანა იკრძალება:

1) Emirates


ფოტო: Reuters

2) თურქეთის ავიახაზები


ფოტო: Reuters

3) კატარის ავიახაზები


ფოტო: qatar airways

4) Etihad 


ფოტო: Etihad

5) Saudia


ფოტო: Saudia

6) Kuwait Airways


ფოტო: Kuwait

7) Royal Air Maroc


ფოტო: youtube.com

8) ეგვიპტის ავიახაზები


ფოტო: youtube.com

9) იორდანიის ავიახზები


ფოტო: Royal Jordanian Airlines

ამავდროულად აკრძალვა ეხება აშშ-ის მიმართულებით ყველა პირდაპირ რეისს შემდეგი აეროპორტებიდან:

  1. სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი
  2. ამანის საერთაშორისო აეროპორტი (იორდანია)
  3. აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტი
  4. დუბაის საერთაშიროსო აეროპორტი
  5. ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი (კატარი)
  6. აბდულ-აზიზის საერთაშორისო აეროპორტი (საუდის არაბეთი)
  7. მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტი (საუდის არაბეთი)
  8. ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი
  9. კაიროს საერთაშორისო აეროპორტი

კომენტარები