გიორგი ქადაგიძე

გიორგი ქადაგიძემ საგანმანათლებლო ცენტრი Edushare დააფუძნა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საგანმანათლებლო ცენტრი ედუშეარი დააფუძნა. ქადაგიძე ცენტრში წაიკითხავს კურსს - მაკროეკონომიკა აღმასრულებელთათვის.

ედუშეარი კომპანიების აღმასრულებელთათვის და სპეციალისტებისთვის მაღალი ხარისხის პროფესიული პროგრამების მიწოდებას ისახავს მიზნად. კომპანია სხვადასხვა სფეროში (რისკების მართვა, მონაცემთა ანალიზი, მენეჯმენტი) წარმატებულ და გამორჩეულ ლექტორებთან თანამშრომლობას გეგმავს. 

კომპანია ამ მიმართულებით გეგმავს სალექციო კურსების ჩატარებას:

  • კორპორაციული საკრედიტო რისკი
  • მონაცემების ანალიზი და ვიზუალიზაცია
  • ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა
  • თვითმენეჯმენტი და პიროვნული განვითარება
  • უძრავი ქონების შეფასება

კურსები მორგებულია ორგანიზაციის კონკრეტულ საჭიროებებზე. კურსების მიმართულება შეესაბამება ადგილობრივ და გლობალურ ეკონომიკურ, სარეგულაციო, ბიზნეს და ტექნოლოგიური განვითარების კონტექსტს, რათა ისინი თანხვედრაში იყოს კონკრეტულ უნარებსა და ექსპერტიზაზე თანამედროვე და სამომავლო მოთხოვნებთან.

კომენტარები