მკერდის იმპლანტი

მკერდის იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, აშშ-ში 9 ქალი კიბოს გაურკვეველი ტიპით გარდაიცვალა

Miguel Medina / AFP/Getty Images

ამერიკის შეერთებულ შტატებში მკერდის იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, 9 ქალი ამ დრომდე უცნობი ტიპის კიბოთი გარდაიცვალა, 350 ქალი კი ინფიცირებულია.

ამ დრომდე უცნობი ტიპის ონკოლოგიური დაავადებას, რომელსაც ანაპლასტიკური მსხვილუჯრედიანი ლიმფომა (ALCL) ეწოდება, აზიანებს იმუნურ სისტემასა და კანის ლიმფურ კვანძებში "ბინადრობს".

FDA (Food and Drug Administrations)-ის ცნობით, მკერდის იმპლანტის მქონე ქალებისთვის ანაპლასტიკური მსხვილუჯრედიანი ლიმფომის განვითარებისთვის უფრო მეტი საშიშროება არსებობს , ვიდრე ქალებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მკერდის იმპლანტი.

"ყველა კვლევის არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ იმპლანტის მქონე ქალებს ანაპლასტიკური მსხვილუჯრედიანი ლიმფომის განვითარების მცირე, თუმცა უფრო მაღალი შანსი აქვთ, ვიდრე ქალებს, რომლებსაც მკერდის იმპლანტი არ აქვთ",- აცხადებენ FDA-ში.

ამერიკელი მედიცინის ექსპერტების თქმით, ანაპლასტიკური მსხვილუჯრედიანი ლიმფომა, რომელსაც მკერდის იმპლანტი იწვევს, არ არის მკერდის კიბოს ტიპი.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ სილიკონის იმპლანტის და ანაპლასტიკური მსხვილუჯრედიანი ლიმფომის კორელაცია ჯერ კიდევ 6 წლის წინ აღმოაჩინა.

კომენტარები