თიბისი ბანკი

ნიდერლანდების განვითარების ბანკმა TBC ბანკში საკუთარი წილი გაყიდა

TBC ბანკის სათაო ოფისი
ir.tbcbank.ge

ნიდერლანდების განვითარების ბანკს (FMO) TBC ბანკში წილი უკვე აღარ ეკუთვნის, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბანკი ავრცელებს. აქციების ბოლო ნაწილი FMO-მ 22 მარტს გაყიდა.

FMO-ს მიერ გაყიდული აქციები ბრიტანელმა და ამერიკელმა ინვესტორებმა შეიძინეს.

ნიდერლანდების განვითარების ბანკი TBC ბანკის მხარდამჭერი ოთხი საფინანსო ორგანიზაციიდან ერთ-ერთი იყო, ის ბანკის 4.4%-ს ფლობდა. 

ჯამში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ბანკის სააქციო კაპიტალის 55,8%-ს ფლობდნენ 2014 წლამდე, - სანამ ბანკის აქციების პირველადი შეთავაზება მოხდებოდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. 2016 წელს კი აღნიშნული წილი 23,2%-მდე შემცირდა. მას შემდეგ რაც FMO-მ აქციები გაყიდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აქციების წილი TBC-ის სააქციო კაპიტალში 15,1%-ს შეადგენს. 

კომენტარები