ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

თავდაცვის სამინისტრო: ენმ-ის ინფორმაცია რუსული ტექნიკის გადაადგილებაზე სიცრუეა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოლნისში რუსული სამხედრო ტექნიკა, სავარაუდოდ, სომხეთისკენ გადაადგილდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების ცნობით, ეს არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა იყო.

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღეს რუსული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს გავლით, ტრანზიტული დანიშნულებით სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა.

თავდაცვის სამინისტრო გასცემს ნებართვებს სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე, თუმცა, ამ შემთხვევაში, მსგავსი ნებართვა არ გაცემულა. მოგახსენებთ, რომ სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე წლებია, არც სომხეთიდან და არც რუსეთიდან თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავთ და შესაბამისად, არც ნებართვა გაცემულა",- აცხადებს უწყება.

კომენტარები