ომალოს აერდრომი

თოვლის დადნობამდე ომალოში კვირაში ერთხელ ვერტმფრენი იფრენს

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ომალოში კვირაში ერთხელ ვერტმფრენი იფრენს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, სახმელეთო გზის ამოქმედებამდე, ომალოში მცხოვრები მოსახლეობა და მესაზღვრეები დანარჩენ საქართველოსთან კავშირის დამყარებას შეძლებენ სასაზღვრო ვერტმფრენის მეშვეობით, რომელიც კვირაში ერთ რეისს განახორციელებს.

"მინდა, დავავალო შსს-ს, რომ სანამ გზა გაიხსნება, ანუ თოვლის დადნობამდე და სახმელეთო გზის სრულად ამოქმედებამდე, კვირაში ერთი ფრენა განახორციელონ სასაზღვრო ვერტმფრენით იმისთვის, რომ არა მარტო მესაზღვრეებმა, არამედ იქ დარჩენილმა ადამიანებმა იგრძნონ კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. ეს არის ძალიან რთული რეგიონი. აქვე ვიტყვი, რომ მესაზღვრეებს ნამდვილად არ აკლიათ ყურადღება, არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ არის რაღაც კუთხით შენიშვნა. იქ საკმაოდ კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა, თუმცა, დამატებით საჭიროა კავშირის განხორციელება ვერტმფრენით.

ფინანსთა სამინისტროს მინდა დავავალო, რომ მოიძიოს ამისთვის სახსრები, ეს შესაძლებელია. ასევე მინდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავავალო, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს და იმ რეგიონის მაცხოვრებლებს, რომელთაც ზამთარში აქვთ სხვადასხვა საჭიროებები, ვერტმფრენის მეშვეობით ამ კუთხითაც დავეხმაროთ. კვირაში ერთი ფრენა ომალოში აუცილებელი წესით უნდა განხორციელდეს. ეს იქნება სასაზღვრო ვერტმფრენი, რომელიც მოემსახურება როგორც მესაზღვრეებს, ასევე იქ მცხოვრებ ადამიანებს", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები