ავტოსაგზაო შემთხვევა

ღამით, ყაზბეგის გამზირზე ავტომობილი გაჩერებას და ჯიხურებს დაეჯახა

Getty Images

ღამით, ყაზბეგის გამზირზე ავარია მოხდა. ავტომანქანა ჯერ გაჩერების პუნქტს, შემდეგ კი პრესის ჯიხურებს დაეჯახა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, დაშავებულია ერთი ადამიანი, ავარიის შედეგად არავინ დაღუპულა.

მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში თავის დახურული ტრავმის დიაგნოზით გადაიყვანა. მოგვიანებით, ექიმის თქმით, პაციენტმა მკურნალობაზე უარი განაცხადა და კლინიკა დატოვა.

უწყებისვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამასთან, ღამით, თბილისში კიდევ ორი ავარია მოხდა.

კომენტარები