ხანძარი უკრაინაში

ხარკოვთან ახლოს, უკრაინაში უდიდეს საბრძოლო მასალების საწყობში ცეცხლი გაჩნდა

UKRAINE GOVERNMENT

უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაში, საბრძოლო მასალების საწყობში ცეცხლი გაჩნდა. 

ადგილზე სახანძრო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.


ფოტო: DSNS

ბალაკლეაში, უკრაინაში უდიდესი საბრძოლო მასალების საწყობი მდებარეობს, რომელშიც 138 000 ტონა ჭურვი და საარტილერიო იარაღი ინახება. ხანძრის შედეგად ჭურვების ნაწილი აფეთქდა.

უკრაინის სამხედრო პროკურორის ცნობით, ხანძრის მიზეზი დივერსიაა. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებით, ქალაქიდან და მიმდებარე სოფლებიდან დაახლოებით 20 000 ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.

კომენტარები