საქართველო-სომხეთი

სომხეთში საქართველოდან კონტრაბანდული იარაღის შეტანის გამო 2 პირი დააკავეს

https://www.yaplakal.com/

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოდან სომხეთში იარაღის კონტრაბანდული გზით შეტანის გამო 2 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, კონტრაბანდული იარაღის ქვეყანაში მოსალოდნელი შეტანის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურმა მარტის დასაწყისში მიიღო. განცხადებაში წერია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ქმედებების შედეგად კონფისკაცია გაუკეთდა ამოღებულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "იგლას".

ფაქტზე საქმე აღძრულია სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის მიხედვით, რაც ჯგუფის მიერ იარაღის უკანონო შეძენის, გაყიდვის, შენახვას ან ფლობას გულისხმობს. გამოძიება იარაღით უკანონო ვაჭრობასთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოსავლენად გრძელდება.

კომენტარები