პენიტენციური რეფორმა

კახიშვილი: მსჯავრდებულების ნაწილი უმაღლეს განათლებას ელექტრონულად მიიღებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო

მსჯავრდებულების ნაწილი უმაღლესი განათლების მიღებას ელექტრონული ფორმით შეძლებს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა განმარტა, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში უმაღლეს განათლებას პენიტენციურ დაწესებულებასა და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული საშიშროების დაბალი რისკის მსჯავრდებულები მიიღებენ.

"ერთ-ერთმა გრანტიც კი აიღო, მაგრამ იმის გამო, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, მათ სტატუსი შეჩერებული აქვთ. აკადემიური სტატუსის შეჩერება კი, არ შეიძლება აღემატებოდეს 5 წელს. შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში, წარმატებულად ჩაბარებული გამოცდების შედეგები 5 წლის გასვლის შემდეგ უქმდება", - თქვა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მინისტრი ამბობს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილება და, თუ პარლამენტი მას მხარს დაუჭრს, მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ელექტრონული ფორმით.

კახა კახიშვილის განმარტებით, მსჯავრდებულები გამოცდებში მონაწილეობას საერთო წესით მიიღებენ.

კომენტარები