დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზის საქმეზე სინოდის წევრების გამოკითხვაზე სასამართლომ უარი თქვა

მიხეილ რამიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

სინოდის წევრებს სასამართლო არ გამოკითხავს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შუამდგომლობა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. შესაბამისი განჩინება დაცვის მხარემ უკვე ჩაიბარა. ისინი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სინოდის წევრების გამოკითხვა დეკანოზის ადვოკატებმა გუშინ მოითხოვეს. ისინი თვლიან, რომ შესაძლოა, მღვდელმთავრებს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდეთ.

"განჩინებაში წერია, რომ ჩემი შუამდგომლობა სინოდის წევრების დაკითხვასთან დაკავშირებით არ იქნა დაკმაყოფილებული. დაუსაბუთებლად აბსოლუტურად. ჩემი შეფასებით და ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ეს არის პირდაპირი შერჩევითი სამართალი, იმიტომ, რომ პროკურატურის არცერთ შუამდგომლობაზე უარი არ უთქვამს სასამართლოს. ყველა შუამდგომლობა დაუკმაყოფილა", - ამბობს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი "იმედთან" საუბარში.

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა კი ამბობს, რომ გიორგი მამალაძის ადვოკატების მოთხოვნა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაა.

კომენტარები