უსიშროების საბჭო

უშიშროების საბჭოს სხდომა არასრული შემადგენლობით მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე
Levan Gokadze / Wikipedia

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა არასრული შემადგენლობით მიმდინარეობს. საბჭოს სხდომას ესწრებიან პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. ხოლო პარლამენტის თავმდჯომარე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სხდომას არ ესწრებიან. კობახიძემ და ქაცარავამ სხდომაზე არ მისვლის მიზეზად ქუთაისში გამართული პლენარული სხდომა დაასახელეს. 

უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხებია: 

1. რეგიონის უსაფრთხოება;

2. საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ფორმატები;

3.  შავი ზღვის უსაფრხოებაში საქართველოს როლი;

4. პრეზიდენტის ინიციატივა უსაფრთხოება-თავდაცვისუნარიანობის ამაღლების შესახებ

5. რეფორმები თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები