საქართველოს საპატრიარქო

მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა

ვექტორი,

მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა - ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია საპატრიარქოს სამდივნოში დაუდასტურეს. მათივე თქმით, მამა მიქაელს ოფიციალურად თანამდებობა არც დაუტოვებია და დეკანოზი დავით შარაშენიძე მის მოვალეობას ასრულებდა.

მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა დატოვა. მან ამის მიზეზად ილია მეორის დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის განცხადება დაასახელა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ ის თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებდა: "მე მივიღე გადაწყვეტილება. ამბობენ, რომ წმინდა ადგილი თავისუფალი არასდროს რჩება. ვინმე გამოჩნდება, ვინც დაიკავებს ამ ადგილს და თანამდებობას. მე არც სურვილი, არც განწყობა და არანაირი ემოცია აღარ დამრჩა იქ ყოფნის".

კომენტარები