დავით ნარმანია

დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში 11 აპრილს მივა

facebook.com/sakrebulo.ge

თბილისის მერი დავით ნარმანია წლიური ანგარიშით საკრებულოს წინაშე 11 აპრილს წარდგება. მისი თქმით, ის დეპუტატების ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

"11 აპრილს საკრებულოს წინაშე წლიური ანგარიშით წარვდგები. ასევე, ვისაუბრებ 2017 წლის გეგმებზე, იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ უკვე ვახორციელებთ. ასევე, გავცემ ყველა იმ კითხვას პასუხს, რაც შესაძლოა, აინტერესებდეთ საკრებულოს დეპუტატებს, მათ შორის - ნაზღაიძის საქმეზე", - თქვა ნარმანიამ.

კომენტარები