სერიალები

რომელ სერიალებს უნდა ვუყუროთ ამ გაზაფხულზე

Leftovers - HBO-ს სერიალის მესამე სეზონის პრემიერა 2017 წლის 16 აპრილს გაიმართება.

Fargo - სერიალის მესამე სეზონში მთავარ როლს მსახიობი - ევან მაკგრეგორი შეასრულებს. სეზონის პრემიერა კი 19 აპრილს არის ჩანიშნული.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=12&v=x7NB0YQBQWI]

The Handmaid’s Tale - პირველი სეზონის პრემიერა 2017 წლის 26 აპრილს გაიმართება. 

Girlboss - სერიალის პირველი სეზონი მსახიობ შარლიზ ტერონის პროდიუსერობით, 21 აპრილს გამოვა.

The Immortal Life of Henrietta Lacks - HBO-ს სერიალის პირველი სეზონის პრემიერა 22 აპრილს გაიმართება. სერიალში მთავარ როლებს ამერიკელი ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და მსახიობი როუზ ბირნი ასრულებენ.

American Gods - სერიალი, რომელიც ნილ გეიმანისა და ბრაიან ფულერის წიგნის მიხედვით გადაიღეს. პირველი სეზონის პრემიერა 30 აპრილს არის ჩანიშნული.

The Wizard of Lies - რობერტ დე ნიროს მონაწილეობით, HBO-ს სერიალის პრემიერა 20 მაისს გაიმართება.

Twin Peaks - დევიდ ლინჩის საკულტო სერიალი ბრუნდება. სერიალში მთავარ როლს ასრულებენ კაილ მაკლაჰენი, ნაომი უოტსი, ლორა დერნი, ამანდა სიფრიდი და დევიდ დუჰოვნი. სერიალის ახალი სეზონის პრემიერა 21 მაისს შედგება.

კომენტარები