სექსუალური შევიწროება

ომბუდსმენი: სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა

0 კომენტარი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ომბუდსმენის აპარატის მოსაზრებით, სწორი პრაქტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი, ვინაიდან ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს საკანონმდებლო ბაზა არ არის სრულყოფილი, საერთო სასამართლოების პრაქტიკა კი ამ მხრივ ძალიან მწირია.

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეზე, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან მის დაქვემდებარებაში მყოფი ქალის სექსუალურ შევიწროებას ეხება, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. საქმეზე მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში კავშირი „საფარი“ წარმოადგენს.

"შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დისკრიმინაციის ამ ფორმის მსხვერპლები, როგორც წესი, არიან ქალები, თუმცა, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით ისინი უარს ამბობენ დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებაზე. ერთი მხრივ, მსხვერპლისთვის რთულია მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირება და მტკიცებულებების შეგროვება, მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი წნეხის გამო მსხვერპლი თავს არიდებს სხვა პირებთან თუ ორგანიზაციებთან მსგავსი ფაქტების შესახებ საუბარს", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ყურადღება გამახვილდა შევიწროების/სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის განსაკუთრებულ სამართლებრივ ასპექტებზე. ომბუდსმენმა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტები და შედარებითი ანალიზი წარადგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები