ხანძარი ბავშვთა სამყაროში

ბავშვთა სამყაროს ხანძრის დროს დაზარალებულები 3000-ლარიან კომპენსაციაზე უარს ამბობენ

ტაბულა

სავაჭრო ცენტრ "ბავშთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალებულები თბილისის საკრებულოს მიერ შეთავაზებულ 3000-ლარიან კომპენსაციას არ თანხმდებიან და საპროტესტო აქციებს აგრძელებენ.

ისინი დღეს მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ და პრემიერმინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების თქმით, პირველ ეტაპზე 5000 ლარის შეთავაზების იმედი ჰქონდათ, შემდეგ კი გამოძიების შედეგებს დაელოდებოდნენ.

თბილისის საკრებულოს მიერ გუშინ, 24 მარტს, მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ერთჯერადი დახმარების სახით 3000 ლარს მიიღებენ. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, დაზარალებულია სულ 345 ადამიანი. რიმა ბერაძე ამბობს, რომ მილიონ ლარზე მეტის მობილიზება ხელისუფლების კეთილი ნებით მოხდა და ეს იყო მაქსიმუმი, რისი შესაძლებლობაც იყო. დეპუტატის ინფორმაციით, თანხა თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და სავარაუდოდ, ორშაბთიდან, 27 მარტიდან დაიწყება გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები.

"ბავშვთა სამყარო" და ე. წ. საბითუმო ბაზრობა 30 იანვარს, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა.

კომენტარები