ქართული ოცნება

ვოლსკი: არ შეიძლება, გარემოვაჭრე, რომელიც რაღაც თანხას შოულობს, უპატრონოდ დარჩეს

ტაბულა

თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის მაჟორიტარ დეპუტატებს და გამგებლებს ქართული ოცნების ოფისში შეხვდა. სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ თბილისის მერისგან 2016 წლის ანგარიში და 2017 წლის გეგმები მოისმინეს. ქართული ოცნების წევრების თქმით, მერთან შეხვედრისას თბილისში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, გარემოვაჭრეების საკითხზეც ისაუბრეს.

"რა საკვირველია, გარემოვაჭრეების პრობლემაზეც იყო საუბარი. შეჩვეული ადგილებია, იცით, ცენტრალური მაგისტრალები... ჩვენს ტურისტულ პოტენციალზე აღარ გავაგრძელებ საუბარს, მის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის და დედაქალაქისთვის. ცენტრალური მაგისტრალები არ უნდა ეკავოს გარევაჭრობას, მაგრამ ჩვენი ყველას პოზიციაა, რომ არ შეიძლება ადამიანი, რომელიც გარევაჭრობით რაღაც თანხას შოულობს, დარჩეს უპატრონოდ და უადგილოდ. მათთვის ადგილების გამოყოფაზე სერიოზული მუშაობაა გაწეული", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი. 

 

კომენტარები