დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

რამიშვილი: კანონით გათვალისწინებულია დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება

მიხეილ რამიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა დეკანოზი პატიმრობიდან გაათავისუფლოს, რადგან პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის 1 თვით გადაწევა მოითხოვა. მისი თქმით, ამას კანონი ითვალისწინებს, თუმცა ამის იმედი არ აქვს. დეკანოზის ადვოკატები სასამართლოს ამის შესახებ შუამდომლობით მიმართავენ.

"კანონით ეს გათვალისწინებულია. როდესაც მოითხოვა ბრალდების მხარემ ერთი თვით გამოძიების გაგრძელება, პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ და მერე უნდა გადაწყვიტოს, გაათავისუფლებს თუ არა წინასწარი პატიმრობიდან მამა გიორგის . მე არაფრის იმედი არ მაქვს", - ამბობს რუსთავი 2-ის ეთერში დეკანოზის ადვოკატი.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განსაზღვრული წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ამის მიზეზად ჩასატარებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ასახელებს.

კომენტარები