რუსთავი 2-ის საქმე

TV საქართველოს 51%-იან წილს რუსთავი 2-ის 40 თანამშრომელი გაიყოფს

რუსთავი 2

შპს "რუსთავი 2 ჩემია", რომლის დაფუძნებას ტელეკომპანიის გუნდი გეგმავს, "TV საქართველოში" ძმებ ყარამანიშვილების 51%-იანი წილის მმართველი იქნება.

ახალ შპს-ში რუსთავი 2-ის 40 წარმომადგენელი იქნება, თითოეული მათგანი 2.5%-იანი წილით.


ფოტო: რუსთავი 2

მათ შორის იქნებიან "ფორმულა კრეატივისა" და "ნანუკას შოუს" წარმომადგენლები, რომლებიც ტელეკომპანიის უშუალო თანამშრომლები არ არიან და პროდუქტს გარედან აწვდიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა შეკრებაზე კენჭისყრით მიიღეს.

ტელეკომპანიის ცნობით, თანამშრომლების აზრით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შპს სახელწოდებით "რუსთავი 2 ჩემია". თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან კენჭისყრით აირჩიეს წარმომადგენლები შპს-ში.

სია ასე გამოიყურება:

  1. "ნანუკას შოუ" (1 წარმომადგენელი);
  2. "ფორმულა კრეატივი" (1 წარმომადგენელი);
  3. ზაალ უდუმაშვილი;
  4. გიორგი ლაფერაშვილი;
  5. კურიერის ჟურნალისტი ან პროდიუსერი;
  6. კურიერის ჟურნალისტი ან პროდიუსერი;
  7. კურიერის ჟურნალისტი ან პროდიუსერი;
  8. კურიერის ოპერატორი;
  9. კურიერის მემონტაჟე;
  10. კურიერის დელისის თანამშრომელი;
  11. დუდუ კურდღელია;
  12. გოჩა ქუმსიაშვილი;
  13. დემნა ჯაფარიძე;
  14. გიორგი ხაბურზანია;
  15. ზურაბ კიწმარიშვილი;
  16. ჯანო ჟვანია;
  17. ნინო არაზაშვილი;
  18. ნენე კვინიკაძე;
  19. ნათია შუბითიძე;
  20. გიორგი წიკლაური;
  21. ოლგა სპირინა;
  22. გიორგი ჯაფარიძე;
  23. თამთა მურადაშვილი;
  24. დიმიტრი საძაგლიშვილი;
  25. გიორგი გაბუნია;
  26. ეკა სარია;
  27. PS-ის ჟურნალისტი;
  28. აკაკი გოგიჩაიშვილი;
  29. პაატა იაკობაშვილი;
  30. მაია ასათიანი;
  31. "კომედი გრუპი";
  32. ნოდარ მელაძე;
  33. ნიკა გვარამია;
  34. კახა ბაზიერი;
  35. ალექსანდრე შათირიშვილი;
  36. დავით ფიფია;
  37. ბელა გუტიძე;
  38. თამილა გველესიანი;
  39. ნინო ნაკაშიძე;
  40. ვანო ჯავახიშვილი.

აღსანიშნავია, რომ "რუსთავი 2-ის" თანამშრომლების შეხვედრის ჩანაწერი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა, რაც ჟურნალისტთა ნაწილმა მოგვიანებით გააკრიტიკა. მაია ასათიანი, ვანო ჯავახიშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი წერდნენ, რომ არ იცოდნენ, ჩანაწერი ეთერში თუ გავიდოდა. არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კი მიიჩნევს, რომ ამ პროცესის გასაჯაროვება უპრეცედენტო მოვლენაა.

რუსთავი 2-ში შეხვედრა გუშინ, 25 მარტს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ძმებმა ყარამანიშვილებმა გამოთქვეს მზადყოფნა რუსთავი 2-ის თანამშრომლებს შპს "TV საქართველოს" საკონტროლო პაკეტი გადასცენ, რომელიც, თავის მხრივ, რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის, 51%-ის მფლობელია. ეს გადაწყვეტილება მათ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეთავაზების შემდეგ მიიღეს, რომელიც სწორედ ამას გულისმხობდა. ამ შეთავაზებით კოლექტივმა ყარამანიშვილების მხრიდან კუთვნილი 40%-იანი წილის გადაცემაზე უარი თქვა.

გუშინ, 25 მარტს, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რუსთავი 2 ძმებ ყარამანიშვილების შეთავაზებას "ტელეკომპანია საქართველოს" საკონტროლო პაკეტის გადაცემის თაობაზე იღებს. მისი თქმით, ორშაბათს, 27 მარტს დაფუძნდება შპს, რომლიც იქნება აღნიშნული წილის მფლობელი. მოგვიანებით, გვარამიას განცხადებას უპასუხეს ყარამანიშვილებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ შპს-ის შექმნა ეწინააღმდეგება ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების უმრავლესობის ნაწილს. ასევე, ეს არის "უმოკლესი გზა იმისკენ, რომ რუსთავი 2-ის აწმყოსა და მომავლის შესახებ გადაწვეტილება მიიღოს არა სრულმა კოლექტივმა, არამედ პირთა მცირე ჯგუფმა".

კომენტარები