თავდასხმა ღამის კლუბზე

ოჰაიოში, ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 14 დაიჭრა

BBC

ოჰაიოს შტატში, ცინცინატში, ღამის კლუბს თავს დაესხნენ. სროლის შედეგად, პოლიციის ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა მინიმუმ 14 ადამიანი.

BBC-ის ინფორმაციით, სროლა ღამის კლუბში ადგილობრივი დროით 01:00 საათზე იყო.

ცნობილია, რომ პოლიციამ რამდენიმე თვითმხილველი უკვე გამოკითხა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებული არ არის.

პოლიციის ინფორმაციით, სროლის დროს ტერიტორიაზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები