დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

დღეს საქალაქო მამა გიორგი მამალაძის წინასასამართლო სხდომის გადავადებაზე იმსჯელებს

ნეტგაზეთი

დღეს საქალაქო სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტს, დააკმაყოფილოს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის გადავადებასთან დაკავშირებით. 

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, სასამართლო ვალდებული ხდება, მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 72 საათში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელოს. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განსაზღვრული წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ამის მიზეზად ჩასატარებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ასახელებს.

 

კომენტარები